სიახლეები
12 ივნისს, 16:00 საათზე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) პარტნიორობით, სტუდენტებისათვის მოაწყო ლექცია „სტრატეგიული დიალოგი საქართველოს კონკურენტუნარიაობაზე“.
შეხვედრის ფარგლებში, ISET-ის ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს პირველი კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ შემუშავებაში, მიმოიხილეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წწ გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშს (GCR). ღონისძიებაზეგანხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმართულებები, რომელთა განვითარება მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს, როგორც კერძო სექტორის გაძლიერებას, ასევე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ახალი ინვესტიციების შემოდინებას.